ახალი ამბები
"დაიკითხოს ქუთაისის მერი სასწრაფოდ"- გიგა შუშანია მერიაში კორუფციის ფაქტებზე საუბრობს
FaceBook
ქუთაისის მერიის მიერ დაქირავებული კერძო აუდიტიის დაკავებას, რომლის შესახებაც ინფორმაცია „ქუთაისიპოსტმა“ მოიპოვა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გიგა შუშანია ბრიფინგით გამოეხმაურა.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კორუფციას აქვს ადგილი და მილიონობით თანხა, რომელიც, წესით, ქუთაისელთა ინტერესებს უნდა მოხმარდეს, კონკრეტული ადამიანების ჯიბეებში მიდის.

„ბოლო პერიოდის ფაქტებმა, როდესაც პროკურატურამ დააკავა კერძო აუდიტი, რომელიც წლების განმავლობაში ადგენდა მიწის და ქონების ფასებს (რომლითაც ყიდიდა ქუთაისის მერი), დაადასტურა წლების წინ ჩვენი ნასაუბრები, რომ ქუთაისში არის აღებ-მიცემობა, არის კორუფცია გამეფებული.

აქვე მინდა შეგახსენოთ, ძველი აუდიტის დასკვნა, სადაც აბზაცი არ არის და წინადადება, კორუფციასა და ბიუჯეტის მილიონობით თანხის გაფლანგვაზე არ იყოს საუბარი, ამაზე ჩვენ მივმართეთ პროკურატურას და დაიწყო თანამდებობის ბოროტად გამოყენების საქმე, მაგრამ როგორც ვიწინასწარმეტყველეთ, შემოდეს თაროზე“,- განმარტავს გიგა შუშანია.

მისივე განმარტებით, ქუთაისის მერი შიდა აუდიტის დასკვნებსაც მალავს, სადაც ასევე კორუფციაზეა საუბარი.

„ამიტომ, ჩვენ მივმართავთ პროკურატურას, აღძრული სისხლის სამართლის ფარგლებში და კიდევ იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც გამოვლენილია მათ მიერ, დაიკითხოს ქალაქ ქუთაისის მერი სასწრაფოდ, იმიტომ რომ, ის ფაქტები, რაც მანამდე წერია ამ დოკუმენტში და რასაც იკვლევს პროკურატურა, ყოველდღეირად გრძელდება და კორუფცია პირიქით, უფრო მძლავრი ხდება“,- ამბობს გიგა შუშანია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ბრალდებებთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.

„ქუთაისიპოსტის“ ინფორმაციით, პროკურატურამ ქუთაისის მერიის მიერ დაქირავებული კერძო აუდიტი დააკავა, ანტიკორუფციული ბიურო კი, ქუთაისის მერის მოადგილის იუზა უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.

საქმე ეხება საზოგადოებრივი კოლეჯის "მედიკ ფორტეს’’ შენობის ხუთი წლის წინ გაყიდვის საქმეს, რომელზეც მერიასა და საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის დავა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. "მედიკ ფორტეს'' დირექტორი იზა დიაკვნიშვილი მერიას იჯარით აღებული ქონების დაუკითხავად გასხვისებას ედავება. ამის გარდა, შენობის გაყიდვა, როგორც იზა დიაკვნიშვილი განმარტავს, გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე მოხდა, რამაც ქონების ფასი დაწია.

ამას კი, როგორც დიაკვნიშვილი გვიყვება, კორუფციულ გარიგებასთან და იუზა უგულავასთან მივყავართ. დაკავებული თავიდან დუმილის უფლებას იყენებდა. თუმცა, მოგვიანებით დაარღვია და განცხადა, რომ შეფასება არა შესწავლის, არამედ ვარაუდის დონეზე დაწერა.

ამავე თემაზე:

გაყალბებული დოკუმენტაციით გაყიდული შენობა - საქმეს პროკურატურა იძიებს

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.