ინტენსიური თოვის გამო, საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის
საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დანარჩენი სახის
ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 დეკემბრის საღამომდე
აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილო - მთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია
ძლიერი თოვა, შესაძლებელია თოვლის ზვავები, ნისლი და
ქარბუქი.
მასალის გამოყენების პირობები