ქუთაისში მთავარი ნაძვის ხის აწყობა ჯერ არ დაწყებულა, თუმცა
ცნობილია, როდის განათდება ის.
ქალაქის მთავარი ნაძვის ხე, ტრადიციულად, მესხიშვილის თეატრის წინ
დაიდგმება და საზეიმოდ, 23 დეკემბერს აინთება. გაიმართება
კონცერტიც.
გარდა ამისა, 23 დეკემბერს, ქალაქში, სხვადასხვა ღონისძიებებია
დაგეგმილი. კერძოდ, მოეწყობა საშობაო ბაზრობა, ხელნაკეთი ნივთების
გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ფოტოგადასაღები
ზონები და საახალწლო ინსტალაციები. ასევე, გაიმართება მუნიციპალიტეტში
მცხოვრები ბავშვების თოვლის ბაბუასთან შეხვედრის ცერემონია, საღამოს
კი - კონცერტი, რომელიც ფოიერვერკით დასრულდება.
როგორც სახელმწიფო შესყიდვების ვებგბერდზე ატვირთულ დოკუმენტში
[SMP230003019] ვკითხულობთ, აღნიშნული საახალწლო ღონისძიების
მომსახურების ღირებულება 200 000 ლარს შეადგენს.
მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით, პროექტის - "ახალი წლის
დღეები საქართველოში" ორგანიზების ფარგლებში, საახალწლო ღონისძიებები
საქართველოს ყველა (62-ვე) მუნიციპალიტეტში ჩატარდება.
ფოტო: არქივი
ამავე თემაზე:
"უნდა იყოს ცნობილი ტელეწამყვანი"- რა მოთხოვნები
აქვს ქუთაისის მერიას 31 დეკემბრის კონცერტისთვის
შემსრულებლები, რომლებიც ქუთაისში ახალი წლის ღამეს
იმღერებენ
ქუთაისის მერია საახალწლო კონცერტისთვის სცენისა და
გახმოვანების აპარატურის მომსახურებას ყიდულობს
ქუთაისის მერიას საახალწლო ფეიერვერკისთვის 20 000
ლარზე მეტი აქვს განსაზღვრული
ქუთაისის მერია 400 ათასი ლარის ღირებულების
საახალწლო მანათობლებს ყიდულობს
მასალის გამოყენების პირობები