პარტია "ევროპული საქართველოს" ვანის საკრებულოს წევრს, კობა
ძაგნიძეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 3000 - ლარიანი
გირაო შეუფარდა.
პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებულიც, რომელსაც გამოძიება
არასრულწლოვანის მიმართ იძულებას ედავება, თუმცა ის წაყენებულ ბრალთან
დაკავშირებით დუმილის უფლებას იყენებს.
არსებული ინფორმაციით, კობა ძაგნიძემ სკოლის მოსწავლეს მანქანა
გაუჩერა, სახლში წაყვანა შესთავაზა, ტელეფონის ნომრის მიცემა აიძულა,
შემდეგ კი ურეკავდა და სოციალურ ქსელში კონტაქტსაც სთხოვდა.
16 წლის გოგო პოლიციაში თავად მივიდა და პოლიტიკოსის წინააღმდეგ
ჩვენება მისცა. ამის შემდეგ ძაგნიძე პოლიციამ საკუთარ სახლში
დააკავა.
პოლიტიკოსის თანასოფლელებს შემთხვევის შესახებ არაფერი სმენიათ. ისინი
მხოლოდ იმას იხსენებენ, რომ "ევროპული საქართველოს" წევრი
წარსულშიც ნასამართლევია.
კობა ძაგნიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება პარტია
"ევროპულმა საქართველომაც" გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბრალდება
მძიმეა, პარტია დეტალებში ერკვევა და ინფორმაციის შესაბამისად
იმოქმედებს.
პოლიტიკოს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლს ედავება,
რაც იძულებას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები