ვანდალიზმი საჩხერის მუნიციპალიტეტში - უცნობმა პირებმა ჯერ კიდევ
გაუნათებელი საახალწლო მოწყობილობები დააზიანეს.
ამის შესახებ ინფორმაციას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს,
რომელიც მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ მეტი სამოქალაქო
პასუხისმგებლობა და გაუფრთხილდნენ საერთო სარგებლობის
სივრცეს.
"ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით, ირთვება ქალაქი და
მონტაჟდება ილუმინაციები, მაგრამ სამწუხაროდ ადგილი აქვს ვანდალურ
ფაქტებს. დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ჯერ კიდევ
გაუნათებელი მოწყობილებები დააზიანეს. მოგმართავთ თხოვნით, მეტი
პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ და გავუფრთხილდეთ საერთო სარგებლობის
სივრცეს",- აცხადებენ მერიაში.
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლო სამზადისი უკვე დაიწყო.
მას ტენდერები საახალწლო ნათურებისა და ნაძვის ხის ანთების
საზეიმო ღონისძიების ორგანიზების მომსახურების შეყიდვაზე აქვს
გამოცხადებული.
მასალის გამოყენების პირობები