31 დეკემბერს, ქუთაისის ქუჩებში, ველომოყვარულები გამოჩნდებიან და
საახალწლო მსვლელობას გამართავენ.
ისინი, თეთრ ხიდზე, 21:00 საათზე, შეიკრიბებიან და ქალაქის უბნებს
შემოივლიან. შემდეგ კი, ახალ 2024 წელს ბაგრატის ტაძართან
შეხვდებიან.
„ვისაც გექნებათ დრო და სურვილი, ამინდის შემთხვევაში, 31 დეკემბერს,
21:00 საათზე, შევიკრიბოთ თეთრ ხიდზე და მოვაწყოთ პატარა
ველომსვლელობა ქალაქის ტერიტორიაზე. შემდეგ კი, ავიდეთ ბაგრატზე
ველოსიპედებით და შამპანიურითა და შოკოლადებით, შევხვდეთ ახალ წელს“,-
აღნიშნულია
ღონისძიების აღწერაში.
ღონისძიების ორგანიზატორი ქუთაისელი გიორგი გუბელაძეა. მან
ველომსვლელობის მოწყობა და ამით მოქალაქეებისთვის საახალწლო განწყობის
შექმნა, რამდენიმე წელია, ტრადიციად აქცია.
ფოტო: არქივი
მასალის გამოყენების პირობები