თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე
(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები
დაწესდა.
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე მისაბმელიანი
და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 დეკემბერს, დღის მეორე
ნახევრიდან, 7 დეკემბრის დილამდე, აღმოსავლეთ საქართველოს
ჩრდილო-მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, შესაძლებელია
თოვლის ზვავები, ნისლი და ქარბუქი.
მასალის გამოყენების პირობები