პროტესტის მეხუთე დღეს, ჭიათურაში გაფიცულ დარკვეთის მაღაროელებსა და
კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის შეთანხმება შედგა.
ეს იმას ნიშნავს, რომ მაღაროელები, იანვრის თვიდან, 12 საათიან, ე.წ
ვახტურ რეჟიმზე გადავლენ, მათი სამუშაო დღე კი, თებერვლიდან,
შესაბამისად ანაზღაურდება.
„ერთიანობამ და სოლიდარობამ გამოიღო შედეგი. აღარ დაგვჭირდა
ქუჩაში გამოსვლა, თვალებისა და პირის ამოკერვა. დიალოგის რეჟიმში
მივაღწიეთ შეთანხმებას და ამისთვის დიდი მადლობა მაღაროელების
თანამშრომლებს, ყველას, ვინც გვერდით დაგვიდგა, მადლობა პროფკავშირებს
და კომპანიის იმ წარმომადგენლებს, ვისაც ხელეწიფებოდა ამ პრობლემის
გადაწყვეტა“,- ამბობს ერთ-ერთი მაღაროელი.
დარკვეთის მაღაროს თანამშრომლები გაფიცულები 5 დღის განმავლობაში
იყვნენ. მათი სოლიდარობის ნიშნად, ჭიათურაში არსებული 13 მაღარო
გაჩერებული იყო, 1 700-მდე დასაქმებული კი - გაფიცული.
ამავე თემაზე:
პროტესტის მეოთხე დღე - მაღაროელებსა და "ჯორჯიან
მანგანეზს" შორის შეთანხმება ისევ ვერ შედგა
პროტესტის მეორე დღე ჭიათურაში - დარკვეთის
მაღაროელების გაფიცვა გრძელდება
ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროს თანამშრომლები
გაიფიცნენ
მასალის გამოყენების პირობები