საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის ნოემბერში,
წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ -0.2%, ხოლო წლიური
ინფლაციის დონემ 0.1% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა, გასული წლის
შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.1% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე
წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.8%-ით განისაზღვრა.
საქსტატის ინფორმაციით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების
ჯგუფში ფასების 0.5 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა. 3.7%-ით შემცირდა
ფასი ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, 2%-ით შემცირდა ხილსა და ყურძენზე,
1.5%-ით - შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე, 0.8%-ით - თევზეულზე,
პურსა და პურპროდუქტებზე.
ამასთან, 0.6%-ით გაიზარდა ფასი ყავაზე, ჩაისა და კაკაოზე, 0.4%-ით
ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე, 0.5%-ით ყველზე, კვერცხზე, მინერალურ
და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე.
საქსტატის მონაცემებით, ფასები 0.8%-ით არის შემცირებული ჯანმრთელობის
დაცვის ჯგუფში. კერძოდ, ფასების 1.5 პროცენტიანი კლება ფიქსირდება
სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე.
ფასების 1.7 პროცენტიანი კლებაა ავეჯის, საოჯახო ნივთებისა და სახლის
მოვლის ჯგუფში. ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე: ავეჯი, საოჯახო
ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (-3.2%), გამათბობელი და
საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი
მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები (-2.8%), მინის ჭურჭელი,
მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (-1.2%), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო
საჭიროების საქონელი და მომსახურება (-1.1%);
საქსტატის ინფორმაციით, ფასები 0,9%-ით არის მომატებული საცხოვრებლის,
წყლის, ელ.ენერგიისა და აირის ჯგუფში. 2.8%-ით არის გაზრდილი ფასი
საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა/შეკეთებაზე, 1%-ით კი - საცხოვრებლის
ფაქტიურ გადასახადზე.
9.8%-ით არის გაზრდილი ფასი სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებაზე.
კერძოდ, საფინანსო მომსახურება მომატებულია 26.3%-ით, პირადი ნივთები,
სხვა კატეგორიებში ჩაურთველი - 5.6%-ით, პირადი ჰიგიენა კი -
5.2%-ით.
ამასთან, 2.5%-ით არის გაზრდილი ფასები ტრანსპორტის ჯგუფში. 4.3%-ით
არის მომატებული სატრანსპორტო მომსახურება, 2.9%-ით - სატრანსპორტო
საშუალებების შეძენა, 1.5%-ით - პირადი სატრანსპორტო საშუალებების
ექსპლუატაცია.
5.1%-ით არის გაზრდილი ფასი ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს
ჯგუფში. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმის (6.5%), ისე
ალკოჰოლური სასმელების (4%) ქვეჯგუფებზე.
მასალის გამოყენების პირობები