თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე
(კმ254-კმ259), დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით
ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდვა 3 დეკემბრის 09:00სთ-დან, 5 დეკემბრის
21:00 სთ-მდე, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო
დაწესდება.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, დროის
აღნიშნულ პერიოდში, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი
ავტოტრანსპორტი ნახშირღელე-ქუთაისი-სამტრედიას საავტომობილო გზის კმ43
(ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი) გავლით იმოძრავებს.
მასალის გამოყენების პირობები