ქუთაისის მერია საახალწლო და საშობაო ღონისძიებების ორგანიზებისთვის
ელექტრონულ ტენდერს [NAT230024548] აცხადებს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვაში გამარჯვებულ
კომპანიას საახალწლო ღონისძიების ორგანიზებასთან ერთად, დღისა და
ღამის კონცერტების წამყვანების შერჩევაც ევალება.
როგორც მოთხოვნებშია აღნიშნული, ახალი წლის ღამეს, ქალაქის ცენტრალურ
მოედაზე გასამართი გალა-კონცერტისთვის საჭიროა ორი წამყვანი. ისინი
უნდა იყვნენ ცენტრალური ტელევიზიის ცნობილი ტელეწამყვანები, არანაკლებ
3 ღონისძიების წაყვანის გამოცდილებით. მათი ტექსტი და ჩაცმულობა უნდა
შეთანხმდეს შემსყიდველთან.
ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მოვალეობაში ასევეა
საახალწლოდ გაფორმებული ქოხებით უზრუნველყოფა, სანტა კლაუსისთვის
სივრცის მოწყობა და მსახიობების მომსახურება, რომელთაც უნდა
განასახიერონ თოვლის ბაბუა, ფიფქია, სანტა კლაუსი და ელფი, ოჩოს
ფეხებიანი მსახიობი, ჯუჯა მსახიობი, კლოუნი, ბუშტების მგრეხავი
მსახიობი, რომელიც დაარიგებს ბავშვებში არანაკლებ 100 ბუშტს.
ღონისძიებაზე უნდა იყოს სანტა კლაუსის სასაჩუქრე ჩანთა და ქართული
თოვლის ბაბუას ხურჯინი.
მიმწოდებლის შესასრულებელ მოთხოვნებშია საახალწლო თეატრალური
წარმოდგენის გამართვაც, სადაც შედის მხატვარ კარიკატურისტისა და
კოსტიუმირებული მსახიობების მომსახურება, რომლებიც განასახიერებენ
პოპულარულ პერსონაჟებს დისნეის ანიმაციური ფილმებიდან. ამასთან,
დრამერების შოუ-მსვლელობა, სანტაკლაუსის ქუდებიანი ველოსიპედისტები ან
სკეიტბორდისტები და კვებითი მომსახურება.
გამარჯვებულ კომპანიას ასევე ევალება შობისთვის სასაჩუქრე ნობათის
დამზადება და საშობაო მსვლელობის ორგანიზება. კერძოდ, 7 იანვარს,
ურმით მომსახურება. როგორც მოთხოვნებშია აღნიშნული, ურემი გაფორმებული
უნდა იყოს საახალწლო თემატიკით. საშობაო მსვლელობა საბავშვო
ფოლკლორული ანსამბლის მონაწილეობით უნდა გაიმართოს.
საახალწლო და საშობაო ღონისძიებების ორგანიზებისთვის ქუთაისის მერიას
48 045 ლარი აქვს განსაზღვრული.
დაინტერესებულთათვის წინადადების მიღება 6 დეკემბერს იწყება და 8-ში
მთავრდება.
ფოტო: არქივი
ამავე თემაზე:
შემსრულებლები, რომლებიც ქუთაისში ახალი წლის ღამეს
იმღერებენ
ქუთაისის მერია, საახალწლოდ, სასაჩუქრე
ბარათებისთვის, 385 000 ლარს დახარჯავს
საახალწლო ნობათებისთვის ქუთაისის მერია 38 000-მდე
ლარს დახარჯავს
ქუთაისში საახალწლო დეკორაციებით ქუჩების მორთვა
დაიწყო
ქუთაისის მერია საახალწლო კონცერტისთვის სცენისა და
გახმოვანების აპარატურის მომსახურებას ყიდულობს
ქუთაისის მერიას საახალწლო ფეიერვერკისთვის 20 000
ლარზე მეტი აქვს განსაზღვრული
ქუთაისის მერია 400 ათასი ლარის ღირებულების
საახალწლო მანათობლებს ყიდულობს
მასალის გამოყენების პირობები