ახალი ამბები
ქუთაისში შშმ პირთა სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლებაზე იმსჯელეს
FaceBook
SAID-ისა და იურიდიული სამსახურის ორგანიზებით, ქუთაისში სასამართლო სისტემაში შშმ პირთა ხელმისაწვდომობის უფლების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა.
იურიდიული სამსახურის ქუთაისისა და ზესტაფონის ბიუროების უფროსებმა, ასევე, საიას ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელმა დარინე სალდაძემ და ადამიანის უფლებების დაცვის ექსპერტმა ნინო ელბაქიძემ იმერეთის რეგიონში შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და მათ დაძლევის გზებზე ისაუბრეს.

არაადაპტირებული სასამართლო, ონლაინ სერვისების გაუმართაობა, შშმ პირთა მიმართ დამოკიდებულებითი ბარიერები, სასამართლოს მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სარჩელის არმიღება და სხვა - ეს იმ ბარიერების არასრული ჩამონათვალია, რასაც შშმ ადამიანები სასამართლოსთან მიმართებით აწყდებიან. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საუბარია სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობა, ასევე შშმ პირებთან მომუშავე იურისტების გადამზადება, რათა პრობლემები აღმოიფხვრას.

,,არაადაპტირებული გარემო მხოლოდ სასამართლოში პანდუსის არარსებობას არ ნიშნავს. ქუჩაც არაადაპტირებულია, რის გამოც შშმ პირები სასამართლოს შენობამდეც ვერ მიდიან. ამიტომ არის საჭირო ინლაინ სერვისების გამართვა. ზოგჯერ ადვოკატმაც არ იცის როგორ მიიღოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი შშმ პირი. თუ პირი ფსიქოსოციალური შეზღუდვის მქონეა, ხშირად მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ, მათ შორის, ადვოკატიც. საჭიროა იურისტები გადავამზადოთ და გარემო მოვაწესრიგოთ, რათა ეს ადამიანები ამდენი გამოწვევის წინაშე აღარ იდგნენ,’’ - განაცხადა დისკუსიაზე ექსპერტმა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, ნინო ელბაქიძემ.

ღონისძიებას იურისტები, სტუდენტები, არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დასასრულს გამომსვლელებმა დამსწრეების შეკითხვებს უპასუხეს.

დისკუსია USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში გაიმართა. პროგრამის მიზანი ხალხზე ორიენტირებული მართლმსაჯულების ჩამოყალიბება, სასამართლო სისტემის გაძლიერება და ადვოკატთა პროფესიული ზრდაა.

პროგრამა 2022 წლის 1 იანვარს დაიწყო და 2026 წლის ბოლომდე გაგრძელდება.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.