ქუთაისში, ახალი წლის ღამეს, ღია ცის ქვეშ, ცენტრალურ მოედაზე
გასამართი კონცერტის მონაწილეთა ვინაობა ცნობილია.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას როგორც ადგილობრივი და მოწვეული
ინდივიდუალური შემსრულებლები, ასევე მუსიკალური ჯგუფები
მიიღებენ.
კერძოდ, ქუთაისელების საახალწლო განწყობაზე ინდირა ჯგერნაია, PAJO,
გიორგი ნოზაძე (Jason De Leone) და დიჯეი ZAPA იზრუნებენ. ასევე
გამოვლენ ჯგუფები: ,,ოჩოს ქოხი“, ,,ANIK“-ი; ანსამბლი ,,ჩვენი
კვარტეტი“ და ,,ჰერიო“.
აღნიშნული შემსრულებლების მომსახურების შესყიდვას მერია გამარტივებული
შესყიდვების [SMP230002823] გზით განახორციელებს. შესაბამის
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მუსიკალური ჯგუფები და მომღერლები
ქუთაისის თვითმმართველობის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებითა და იმის
გათვალიწინებით შეირჩნენ, რომ ჩვენს ქალაქში დიდი პოპულარობით
სარგებლობენ.
აღნიშნული ღონისძიების განხორციელებისთვის მერია
47 550 ლარს გადაიხდის, რომელიც 2024 წლის
ბიუჯეტში კულტურის პროგრამის ქვეპუნქტიდან (საახალწლო ღონისძიებები)
დაიხარჯება.
ფოტო: არქივი
ამავე თემაზე:
ქუთაისის მერია საახალწლო კონცერტისთვის სცენისა და
გახმოვანების აპარატურის მომსახურებას ყიდულობს
ქუთაისის მერიას საახალწლო ფეიერვერკისთვის 20 000
ლარზე მეტი აქვს განსაზღვრული
ქუთაისის მერია 400 ათასი ლარის ღირებულების
საახალწლო მანათობლებს ყიდულობს
საახალწლო ნობათებისთვის ქუთაისის მერია 38 000-მდე
ლარს დახარჯავს
მასალის გამოყენების პირობები