სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა, სურსათის 5 ნიმუშში,
კვლევის შედეგად, სუდანის ჯგუფის აკრძალული საღებავები აღმოაჩინეს.
კერძოდ, საღებავი Sudan I, Sudan Red G და Para Red შპს „ლაგოს“ მიერ
წარმოებულ წითელ წიწაკასა და აჯიკაში (სენაკის ცენტრალურ ბაზარში,
რუსთაველის N180) აღმოჩნდა.
საღებავი Sudan I გამოვლინდა შპს „ლაგოს“ მიერ წარმოებულ წითელ
წიწაკაში, ფოთშიც, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ასევე, საღებავი sudan I, Sudan Red G და Para Red აღმოჩნდა მეგრული
აჯიკის ნიმუშში ბათუმსა (მაიაკოვსკის ქუჩა N4) და ქობულეთში
(თავისუფლების N19, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია).
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კანონმდებლობის
შესაბამისად, აღნიშნული სურსათი ბაზრიდან ამოღებასა და განადგურებას
ექვემდებარება, რაზეც ზედამხედველობას თავად განახორციელებენ.
სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, თუ აღნიშნულ ობიექტებზე აქვთ
შეძენილი დასახელებული სურსათი, თავი შეიკავონ მისი
გამოყენებისგან.
სუდანის ჯგუფის საღებავები განეკუთვნება ხელოვნურ აზო-საღებავების
ჯგუფს და წარმოადგენს სურსათის ქიმიურ დამაბინძურებელს, რომლის
დამატება სურსათში აკრძალულია.
მასალის გამოყენების პირობები