გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების
უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, 26 და 27 დეკემბერს, დასავლეთ
საქართველოს ყველა რეგიონში შენარჩუნდება წვიმა, დროგამოშვებით ძლიერი
და მაღალმთაში - თოვლი.
მისივე თქმით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობ რაიონებში 5-7
გრადუსი დაფიქსირდება, მთაში - 3-5 გრადუსი, მაღალმთაში კი -3
-0 გრადუსი.
"28 ნოემბერს, დღის ბოლოსკენ გამოიდარებს, 29 ნოემბერს კი
აღმოსავლეთის მიმართულებით ქარია მოსალოდნელი. ეს გამოდარება
შენარჩუნდება 30-შიც, დღის ბოლომდე. დღის ბოლოს გაწვიმდება და წვიმა 1
დეკემბრის ჩათვლით შენარჩუნდება",- ამბობს დოდო გვაზავა.
მისივე ინფორმაციით, 5 დეკემბრამდე ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს
და 15-17 გრადუსებია მოსალოდნელი.
მასალის გამოყენების პირობები