საზოგადოებრივი მოძრაობის ,,თავისუფლების მოედანი’’ ინიციატივით,
ქუთაისში ჟურნალისტებისთვის ჟურნალისტ ქეთი ბერძენიშვილის სახელობის
სტიპენდია გაიცემა.
ამის შესახებ მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მათე ჩაფიჩაძემ
ისაუბრა.
,,დიდია ქეთი ბერძენიშვილის დამსახურება ქუთაისის წინაშე. ის
ყოველთვის ამ ქალაქის ევროპული მომავლისთვის იბრძოდა. ქეთი
ბერძენიშვილი მუდამ იქ იდგა, სადაც ქვეყნის და ქალაქის ინტერესები
უხმობდა. სწორედ ამიტომ, გვინდა მისი სახელობის სტიპენდია დავაფუძნოთ
და შევარჩიოთ ჟურნალისტები, ვისაც ამ სტიპენიას გადავცემთ. ეს ჩვენი
მოძრაობის იდეაა და აუცილებლად განვახორციელებთ,’’-ამბობს მათე
ჩაფიჩაძე.
ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი ქეთი ბერძენიშვილი
რამდენიმეთვიანი ავადმყოფობის შედეგად 8 ნოემბერს გარდაიცვალა, 14
ნოემბერს კი ავანგარდის სასაფლაოზე დაკრძალეს.
მასალის გამოყენების პირობები