ქუთაისის დემოკრატიის სკოლის ბაზაზე ქუთაისში საზოგადოებრივი მოძრაობა
,,თავისუფლების მოედანი’’ დაფუძნდა.
იდეის ავტორები დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულები და სამოქალაქო
აქტივისტები არიან.
პლატფორმის მიზანი ხელისუფლებამდე მოქალაქეების ხმის მიწვდენა და
საზოგადოებაში არსებული გამოწვევების დაძლევაა.
"თავისუფლების მოედნის" წარმომადგენლები დღეს ქუთაისის ცენტრალურ
მოედანზე შეიკრიბნენ, სადაც ასევე, გამოფენილი იყო ბანერი
წარწერით ,,თავისუფლების მოედანი''. მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ
თავინათი პოზიცია ამ ბანერზე
წერილობითი
ფორმით დაეფიქსირებინათ.
,,ჩვენი მიზანი სამოქალაქო აქტივისტების, მოქალაქეების გაერთიანება და
ერთიანი ძალებით იმ გამოწვევებთან ბრძოლაა, რაც ადგილობრივ თუ
ცენტრალურ დონეზე გვაქვს. დღეს მთავრობა საქართველოს ევროპულ მომავალს
ეწინააღმდეგება და ანტიდასავლურ ნარატივს ავრცელებს. ეს კი ქვეყნის
მტრობაა. ამას გარდა, უამრავი პრობლემაა და საზოგადოებამ ხმა უნდა
აიმაღლოს. მოვიდა დრო მოქლაქეებმა საჯარო ადგილზე საჯარო პროტესტი
გამოთქვან,’’-ამბობს პლატფორმის ერთ-ერთი დამფუძნებელი მათე
ჩაფიჩაძე.
,,ამ საზოგადოებრივი მოძრაობის მიზანია თითოეული მოქალაქის სათქმელი
მივიდეს შესაბამის უწყებებამდე. დღეს მოქალქეები სხვადასხვა ბარიერის
გამო უარს ამბობენ თავიანთი პოზიციების დაფიქსირებაზე. სიჩუმე კი
პრობლემის მოგვარებას ართულებს. სწორედ ამიტომ შევქმენით ეს
პლატფორმა. შესაძლებელია მსაგვსი პლატფორმები აქამდეც იყო, მაგრამ
გვაქვს ამბიცია, რომ ჩვენი მოძრაობა იყოს რეალური, ხმის მიწვდენადი და
განხორციელებადი,’’-ამბობს სამოქლაქო აქტივისტი ვალერ თევდორაძე.
მოძრაობის დამფუძნებლები ამბობენ, რომ სხვადასხვა აქტივობის
განხორციელება აქვთ დაგეგმილი.
,,თავისუფლების მოედანი’’ გახსნილია თელავსა და ბათუმშიც.
მასალის გამოყენების პირობები