ნიუ-იორკის სამხრეთის ოლქის პროკურატურის
ინფორმაციით, აშშ-ში, ქართული კრიმინალური
დაჯგუფების წევრები დააკავეს.
დაკავებულებს შორის ე.წ. კანონიერი ქურდი, 41 წლის ვაჟა გაბადაძე, 45
წლის კახა კაცაძე, 54 წლის თეიმურაზ თავბერიძე და 53 წლის დავით
ტიკარაძე არიან.
ყველა მათგანი ქუთაისიდანაა.
როგორც საბრალდებო დასკვნაშია ნათქვამი, გაბადაძე, საერთაშორისო
კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი და მისი თანამოაზრეები მსხვერპლს,
თანხის ამოღების მიზნით, ფიზიკური ძალადობით ემუქრებოდნენ.
ისინი ფულის გამოძალვას რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობდნენ.
ბრალდებულებს თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით ემუქრებათ.
მასალის გამოყენების პირობები