ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ. 39-კმ
52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, მისაბმელიანი და
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო,
ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ქუთაისი (წყალტუბოს
გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის
კმ146-კმ151 (ცანა-ლასდილი) მონაკვეთზეც.
„ამავე საავტომობილო გზის კმ125-კმ146 (მელე-ცანა) მონაკვეთზე
დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის გადაადგილება,
ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია", -
განმარტავენ გზების დეპარტამენტში.
მათივე ცნობით, მოძრაობა აკრძალულია
ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის
კმ50-კმ89 (ზეკარის უღელტეხილი) მონაკვეთზეც. ამასთან,
საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე, სადაც
აკრძალულია როგორც მისაბმელიანი, ისე ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის
გადაადგილება თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები