ახალი ამბები
წერეთლის ქუჩაზე ხარვეზები სამუშაოების დასრულებიდან ერთი წლის შემდეგაც ვერ გამოასწორეს
FaceBook
ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე არსებულ ტროტუარზე, რომელიც  რეაბილიტაციიდან მალავე შესაკეთებლი გახდა, სამუშაოების დასრულებიდან ერთი წლის შემდეგაც ფილები ამოყრილია.
საუბარია ტროტუარის იმ მონაკვეთზე, სადაც სამუშაოები გასული წლის ოქტომბერში დასრულდა. 

დაზიანებული ფილები კი გაადგილების დროს პრობლემას ქმნის.  

"ეს ქალაქის ცენტრია და ასეთი მოუწესრიგებელი გარემო ქუთაისს არ ეკადრება. შესაძლოა, ვინმე დაეცეს და  ფეხი მოიტეხოს. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ მორყეულ ნაწილს გვერდი უნდა ავუაროთ, მაგრამ აქ მოხუცებიც მოძრაობენ და ასეთ საფარზე სიარული ძალიან უჭირთ. არ შეიძლება ქალაქში გადაადგილდებოდე და დაცემის გეშინოდეს,’’ - ამბობს ქუთაისში მცხოვრები ანა შვანგირაძე.


"მაინცდამაინც ვინმე უნდა დაშავდეს, რომ პრობლემის მოგვარებაზე ვიზრუნოთ?’’- ამბობს ქუთაისში მცხოვრები თეონა კირთაძე.


წერეთლის ქუჩის რეკონსტრუქციაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი (NAT200009623) 2020 წლის ივლისში გამოაცხადა. სამუშაოების შესრულებაზე პასუხისმგებლობა 6 940 484 ლარის სანაცვლოდ კომპანია შპს "ბლექ სი გრუპმა" აიღო. სამუშაოები რეალურად გასული წლის ოქტომბერში დასრულდა.

ის, რომ  აღნიშნულ ქუჩაზე ტროტუარზე ფილები მალევე ამოიყარა, ამის შესახებ საგზაო დეპარტამენტი ქუთაისიპოსტის მიერ ჯერ  კიდევ ერთი წლის წინ იყო ინფორმირებული. ისევე როგორც ახლა, მაშინაც  გზების დეპარტამენტში გვითხრეს, რომ "ყველა ხარვეზს გამოასწორებენ".

სინამდვილეში კი, როგორც ჩანს,  აღნიშნული პრობლემით არც გზების დეპარტამენტი და არც კომპანია ამ დრომდე არ დაინტერესებულა.

მიიღო თუ არა სამუშაოების შემსრულებელმა კომპანიამ საგზაო დეპარტამენტისგან მითითება ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაფიქსირებული ხარვეზების გამოსასწორებლად, ამ კითხვაზე პასუხის მიღებას  კომპანიისგან შევეცადეთ, თუმცა ,,ბლექს სი გრუპში'' ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.