გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირაში, უმეტესად, ნალექიანი და ცივი ამინდია მოსალოდნელი.
მისივე თქმით, 20 და 21 ნოემბერს იწვიმებს. ჰაერის მაქსიმალური
ტემპერატურა დაბლობ რაიონებში 8-დან 10 გრადუსამდე დაფიქსირდება, 4-6
გრადუსით ნაკლები იქნება მთებში, მაღალმთაში კი - 0-დან +2
გრადუსამდე.
"მაღალმთაში მოსალოდნელია თოვაც. 22 ნოემბერს კი გამოიდარებს და
მოიმატებს ტემპერატურაც. 23-24 ნოემბერს კი კვლავ წვიმაა
მოსალოდნელი",- განმარტავს დოდო გვაზავა.
მისივე თქმით, 25-26 ნოემბერს ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და მცირე
წვიმაა შესაძლებელი.
მასალის გამოყენების პირობები