ახალი ამბები
ძლიერი წვიმის შედეგად, რიონის ნაპირზე მდებარე სახლში მცხოვრებ ოჯახს წყალი სახლში ჩაუვიდა
FaceBook
ქუთაისში, რიონის ნაპირზე მდებარე ავარიულ სახლში მცხოვრებ ოჯახს, სტიქიების შედეგად წყალი სახლში ჩასდით.
დავით და კონტანტინეს ქუჩა #26-ში, სადაც ორი ხანდაზმული ცხოვრობს, ორი თვის წინ ძლიერი წვიმების შედეგად ჭერი ჩაინგრა და მას შემდეგ ყოველი წვიმის დროს წყალი აივანსა და საპირფარეშოს ტბორავს. შედეგად, ხის ავარიული სახლი, რომელიც გამუდმებით იტბორება, ცხოვრებისთვის უფროდაუფრო საშიში ხდება. სტიქიის შეკავებას ქეთევან თოფურია თასებით  ცდილობს. 

შენობას საყრდენი ბოძიც გამოცლილი აქვს, რის გამოც საფრთხე არა მხოლოდ ამ ოჯახს, არამედ მეზობლებსაც ექმნებათ. პრობლემის მოგვარებას ისიც ართულებს, რომ რიონისპირა განაშენიანება კულტურულ მემკვიდრეობად არის აღიარებული და მას მეპატრონე დამოუკიდებლად, საკუთარი სურვილის მიხედვით ვერ შეაკეთებს.



,,აქ  მე და ჩემი 75 წლის მეუღლე ვცხოვრობთ. მეუღლეს ინსულტი აქვს გადატანილი, მუდამ წევს და ავადმყოფი ადამიანს ამ პირობებში ცხოვრება უწევს. წვიმა და ქარი წვალებაა ჩვენთვის. წყალი ჩამოგვიდის და სახლი გვილპება. შეიძლება სახლი დაგვენგრეს და ადამიანების სიცოცხლეც შეიწიროს,’’ - ამბობს ქეთევან თოფურია.



ოჯახმა მერიას დახმარების თხოვნით წლების წინ მიმართა, თუმცა როგორც ქეთევანი ამბობს, მისი საცხოვრებელი პირობებით ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა. 

ქუთაისის მერიას ვკითხეთ აპირებდნენ თუ არა თოფურიების ოჯახის დახმარებას ან ასახული იქნება თუ არა რიონის ნაპირზე მდებარე სახლების პრობლემა ქუთაისის 2024 წლის ბიუჯეტში, რაზეც პასუხი არ გაგვცეს. 

რიონის ნაპირზე მდებარე სახლების რეკოსტრუქცია ჯერ კიდევ 2019 წელს რეგიონალურმა განვითარების ფონდმა დააანონსა, ტენდერიც შედგა, თუმცა შემდეგ ფონდსა და გამარჯვებულ კომპანიას შორის სასამართლო დავა დაიწყო, რომელიც 4 წელია გრძელდება. ამ დროის განმავლობაში კი შენობების მდგომარეობა უარესდება. 

სახლების სარეკონსტრუქციოდ საჭირო პროექტირებისთვის სახელმწიფო შესყიდვა 2019 წელს გამოცხადდა. ელექტრონული ტენდერი შპს „კარკასმა“ მოიგო. მხარეებს შორის ხელშეკრულება, 2019 წლის 11 ივნისს, 799 999 ლარზე გაფორმდა.

სამუშაოები 2020 წლისთვის უნდა დასრულებულიყო, მაგრამ სასამართლო დავამ პროექტი შეაჩერა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ შპს ,,კარკასი'' გაამართლა და ფონდს 439 593 ლარის გადახდა დააკისრა, რაც მუნიციპალურმა განვითარების ფონდმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, ფონდს 439 593 ლარის ნაცვლად, ნაკლების - დაახლოებით, 255 051 ლარის გადახდა მოუწევს. მეორე ინსტანციის ეს გადაწყვეტილება მიუღებელი აღმოჩნდა "კარკასისთვის", რის გამოც კომპანიამ გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.