„ქუთაისი ვარ მე“ - ამ სახელწოდების პერფორმანსით გააცილეს ჟურნალისტი
ქეთი ბერძენიშვილი უკანასკნელ გზაზე.
ქეთის მეგობრები, კოლეგები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები,
სიმბოლურად, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით, პარლამენტის
ყოფილ შენობასთან შეიკრიბნენ და მდუმარე პერფორმანსი გამართეს.
მათ ბანერი წარწერით „ქუთაისი ვარ მე“ გაშალეს. ამ ფრაზას თავად
ქეთი ბერძენიშვილი ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ამბობდა.
მდუმარე პერფორმანსი "სამოქალაქო თეატრის" ინიციატივით მოეწყო.
ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი ქეთი ბერძენიშვილი
რამდენიმეთვიანი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ის, დღეს,
ავანგარდის სასაფლაოზე დაკრძალეს.
„ქუთაისიპოსტი“ მწუხარებას გამოთქვამს კოლეგის და მეგობრის
გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებს,
ახლობლებსა და კოლეგებს.
მასალის გამოყენების პირობები