2023-2024 სასწავლო კალენდრის მიხედვით, სკოლებში ზამთრის არდადეგები
30 დეკემბრიდან დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
ამასთან, საგაზაფხულო არდადეგები 8-14 მარტის ჩათვლით იქნება,
სააღდგომო კი 3-6 მაისის ჩათვლით.
სასწავლო დღეების განმავლობაში, სულ 9 ოფიციალური დასვენების დღე
იქნება:
23 ნოემბერი – გიორგობა (ხუთშაბათი);
1-2 იანვარი - ახალი წელი (ორშ-სამშ);
19 იანვარი – ნათლისღება (პარასკევი);
8 მარტი – ქალთა დღე (პარასკევი);
9 აპრილი – 1989 წელს მშვიდობიანი მიტინგის დარბევა, 1991 წელს
უზენაესი საბჭოს საგანგებოს სხდომამ საქართველოს დამოუკიდებლობის
აღდგენის აქტი მიიღო (სამშაბათი);
3 მაისი - წითელი პარასკევი;
6 მაისი - აღდგომის შემდგომი ორშაბათი და გიორგობა
9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
ოფიციალური დასვენების სხვა დღეები შაბათ-კვირას ემთხვევა.
2023-2024 სასწავლო წელი სექტემბერში დაიწყო და ჩვეულებრივ ივნისში
(14 ივნისს) დასრულდება. პირველკლასელებისთვის სასწავლო წელი 27
მაისს, მე-12 კლასელთათვის კი 20 მაისს დამთავრდება.
მასალის გამოყენების პირობები