ქუთაისში, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე
გარდაიცვალა.
შემთხვევა, გუგუნავას ქუჩაზე, ცოტა ხნის წინ მოხდა.
ადგილზე სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები
იყვნენ მობილიზებული.
როგორც შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით
გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა
სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები