ქუთაისის მერია, საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, მორიგ
ტენდერს [NAT230022307] ფეიერვერკების შესყიდვაზე აცხადებს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ, 2023
წლის 31 დეკემბერს, შემსყიდველთან შეთანხმებულ დროს და ადგილას,
ქალაქში, ფეიერვერკების მიწოდება-ინსტალაცია-გაშვება უნდა
უზრუნველყოს.
ადგილობრივი თვითმმართველობა 500-ზე მეტი სხვადასხვა დასახელებისა და
ტექნიკური მახასიათებლების ფეიერვერკის შეძენას გეგმავს, რისთვისაც 20
130 ლარს (სავარაუდო ღორებულება) გადაიხდის.
დაინტერესებულთათვის წინადადების მიღება 14 ნოემბერს იწყება და 16-ში
მთავრდება.
მანამდე ქუთაისის მერიამ
ტენდერი ქალაქის გაფორმებისათვის საახალწლო
მანათობელი კონსტრუქციების შესყიდვაზე [NAT230021939] გამოაცხადა,
რისთვისაც 404 130 (სავარაუდო ღირებულება) ლარს დახარჯავს.
ამავე თემაზე:
მასალის გამოყენების პირობები