ახალი ამბები
ნაგავსაყრელად და საპირფარეშოდ ქცეული ყოფილი აკვაპარკი ქუთაისში (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, ბალახვნის ასსაფეხურიან კიბესთან მდებარე ყოფილი აკვაპარკის ტერიტორია წლებია მიტოვებულია, შედეგად მოსახლეობა ტერიტორიას ნაგავსაყრელად იყენებს. 
მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე სანაგვე ურნებია განთავსებული, ადგილობრივები საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ძირს ყრიან. 

"ნარჩენების ურნამდე მიტანა ეზარებათ და ძირს ყრიან. არცკი ვიცი ამას რა ვუწოდო. ელემენტარული კულტურა ხომ უნდა გქონდეს ადამიანს? ასეთი უკულტურო საქციელით ისევ ჩვენს თავს ვუქმნით საფრთხეს. ევროპელობა გვინდა და ევროპაში ნაგავს ძირს არავინ დაყრის. ევროპელი უვლის ადგილს, სადაც ცხოვრობს. ჩვენ კიდევ პირიქით ვიქცევით,’’ -ამბობს ადგილობრივი მცხოვრები ლანა ასათიანი.



,,აქაურობა საპირფარეშოდ აქციეს. სირცხვილია და მეტი არაფერი. აუზებში ნარჩენებია ჩაყრილი. ეზო დანაგვიანებულია. ხალხს მეტი მოქალაქეობრივი თვითშეგნება სჭირდება. ნუთუ ასეთი ანტისანიტარია თვითონ არ აწუხებთ? ’’-ამბობს ქუთაისში მცხოვრები ანა კაკაურიძე.



აკვაპარკის ტერიტორია 2021 წლიდან შპს "ენეს სტუდიო NS STUDIO"-ს საკუთრებაა, რომელმაც ადგილზე 33-სართულიანი სასტუმრო ,,რედისონი’’ უნდა ააშენოს. პროექტის ღირებულება 60 მილიონი ლარია. სასტუმროს მშენებლობა 2025 წელს უნდა დასრულდეს, თუმცა როგორც კომპანიაში გვითხრეს, ჯერ პროექტი შეთანხმების ეტაპზეა. "ენეს სტუდიო NS STUDIO"-ში აცხადებენ, რომ სანამ ეს ეტაპი არ დასრულდება, ტერიტორიის დასუფთავება არ იგეგმება. 

ქუთაისში, სადგურის ქუჩა #1-ში, 4191 კვ.მ მიწის ფართობზე არსებული შენობა-ნაგებობა აუზებით, 2007 წლამდე სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა. შემდეგ ქონება შპს "ევროპარკზე" გასხვისდა, რომელსაც 2019 წელს არსებული აუზები უნდა აღედგინა, თუმცა, დაპირება არ შესრულდა. მოგვიანებით, ტერიტორიის მესაკუთრედ შპს "აკვალენდი" ფიქსირდება, 2021 წელს კი მისი მფლობელი შპს "ენეს სტუდიო NS STUDIO" გახდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.