ახალი ამბები
გიორგი ვოლსკს და გიორგი წერეთელს ხარაგაულის საპატიო მოქალაქეების წოდება მიანიჭეს
FaceBook
პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, გიორგი ვოლსკს „საპატიო ხარაგაულელის“ წოდება მიენიჭა.
მას აღნიშნული წოდების დამადასტურებელი დიპლომი და მოწმობა ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა გადასცა.

მერის განმარტებით, გიორგი ვოლსკის დედა ხარაგაულის სოფელ ლაშედანაა, ამიტომ პოლიტიკოსისთვის ეს მუნიციპალიტეტი მშობლიურია და ყოველთვის გამოხატავს მის მიმართ მხარდაჭერას.

„მას განსაკუთრებული სიყვარული აქვს სოფელ ლაშესთან და მაჭავარიანების გვართან, რადგან გიორგი ვოლსკის დედა ლაშელი მეგი მაჭავარიანია. ხარაგაულის და სოფელი ლაშეს განსაკუთრებული სიყვარულის ნიშნად, ხარაგაულისთვის ძალიან სასიამოვნო და საამაყოა, რომ სხვადასხვა პერიოდში, ყოველთვის ვგრძნობდით მის მხარდაჭერას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მქონდა პატივი, ხარაგაულისა და ქვეყნის წინაშე გამოჩენილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის, „ხარაგაულის საპატიო მოქალაქის“ წოდების მისანიჭებლად ხარაგაულისთვის ბატონი გიორგი ვოლსკის კანდიდატურა წარმომედგინა“,
- განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.

გიორგი ვოლსკთან ერთად, მერმა, საპატიო ხარაგაულელის წოდებაზე, საზოგადოებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი წერეთელი წარუდგინა.

მიზეზად მერმა აქაც ხარაგაულის მშობლიურობა და ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა დაასახელა. 

,,იგი ყოველთვის აქტიურად უჭერს მხარს ხარაგაულში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. პატივისცემისა და მადლიერების ნიშნად ხარაგაული მას საპატიო ხარაგაულელის ჯილდოს გადაცემს",-
აღნიშნა  კობა ლურსმანაშვილმა. 

მიმდინარე წელს, მერის ბრძანების საფუძველზე, საპატიო ხარაგაულელის ტიტულით 6 ადამიანი დაჯილდოვდა.

საპატიო ხარაგაულელების წოდება ასევე მიენიჭათ ზვარის საჯარო სკოლის დირექტორს, საქართველოს დამსახურებულ მასწავლებელს, ნატო შათირიშვილს; ცნობილ მეთუნეს ზალიკო ბოჟაძეს; პროფესორს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს,ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელს, ლუხუმი ჭანტურიას და ცნობილ მომღერალს, ანსამბლ ,,ფორტე"-ს წევრს ზურა მანჯავიძეს.

როგორც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, საპატიო ხარაგაულელების კანდიდატების დამტკიცებას სპეციალური კომისია უზრუნველყოფს და ეს მერის ერთპიროვნული გადაწყვეტილება არაა. 

მათივე ინფორმაციით, 2014 წლიდან დღემდე, საპატიო ხარაგაულელის წოდებით 46 ადამიანი დაჯილდოვდა.






Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.