ახალი ამბები
კაფე-ბარ ,,სავანეს" შესაძლო დანგრევის შეჩერების მოთხოვნით ქუთაისში აქცია გაიმართა
FaceBook
ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფის, ,,სავანეს" შესაძლო დანგრევის შესაჩერებლად კაფის მეპატრონეებმა და მათმა მხარდამჭერებმა აქცია გამართეს.
"არა კერძო საკუთრების ხელყოფას";  "ერთად გადავარჩინოთ სავანე," " ნუ გვართმევთ საკუთრებას," - ამ სლოგანებით გააპროტესტეს აქციის მონაწილეებმა მერიის გადაწყვეტილება - დაანგრიოს ,,სავანეს" შენობა.

პროტესტის მონაწილეები თვლიან, რომ მერიას ობიექტის დემონტაჟის უფლება არ აქვს, რადგან კაფე კერძო საკუთრებას წარმოადგენს.

"სავანე ქუთაისის სახეა. კაფე წლების განმავლობაში მუშაობდა და ხალხს დღემდე ძალიან უყვარს. როგორ შეიძლება მისი დანგრევა? მინდა მის მფლობელებს მხარდაჭერა გამოვუცხადო," - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.



,,სავანეს" მფლობელები კი მერიის მხრიდან კერძო საკუთრების ხელყოფის უხეშ პრაქტიკასა და მესაკუთრეების უფლებების დარღვევას უსვამენ ხაზს.

"სავანე" ჩვენი საკუთრებაა. რა უფლებით ანგრევენ? გვითხრეს, რომ ბულვარის რეაბილიტაციის ფარგლებში კაფე უნდა დაანგრიონ, მაგრამ რეაბილიტაციის პროექტში ისეთი შენობების დემონტაჟზეა საუბარი, რომელებიც ამ ბაღში ფიზიკურად არ არის. აქედან გამომდინარე გვაქვს ეჭვი, რომ საქმე კორუფციასთან გვაქვს. მერია  "სავანეს" ადგილზე ფანჩატურის მოწყობას გეგმავს. ეწინააღმდეგებიან მცირე ბიზნესს, არ შეიძლება ამის მოთმენა, ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ და ჩვენს სიმართლეს დავამტკიცებთ," - ამბობს კაფის თანამფლობელი გიორგი ტურაბელიძე.

ქუთაისის მერიასა და ,,სავანეს'' შორის წლებია სამართლებრივი დავა მიმდინარეობს. ადგილობრივმა თვითმმართველობამ ჯერ მიწის ნაკვეთი სასამართლოს გზით დაიკანონა, შემდეგ კი ჯერი ობიექტზე მიდგა, რომელიც ამ მიწაზე დგას. საბოლოო გადაწყვეტილებას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე 16 ნოემბერს გამოაცხადებს. თავის მხრივ, მერიის გადაწყვეტილებაა, რომ ობიექტი დაინგრეს.

სასამართლო პროცესებზე მერიის იურისტები განმარტავდნენ, რომ ქუთაისის ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაციის პროექტში ,,სავანეს'' შენობა არ ჯდებოდა და ის უნდა დანგრეულიყო.

ქალაქის ცენტრალურ ბაღში კაფე 23 წლის განმავლობაში მუშაობდა. კვების ობიექტს ბოლო ოთხი წელი აღარ უმუშავია. 90–იან წლებში ის ბამბუკის მსუბუქ კონსტრუქციას წარმოადგენდა, სადაც ღია სანაყინე ფუნქციონირებდა. ობიექტს თავდაპირველად ამხანაგობა „მაგნოლია“ ფლობდა. 1995 წელს კი ის შპს „ნიკოლომ“ 8 986 ამერიკულ დოლარად შეისყიდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.