ხვალიდან, 1 ნოემბრიდან, მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე
სამუშაო საათები იცვლება.
ვიზიტორებს შესვლა 10:00 საათიდან 20:00 საათამდე შეეძლებათ.
როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოში განმარტავენ, აქამდე
მარტივილის კანიონი და ოკაცეს ჩანჩქერი ვიზიტორებისთვის ღია 00:00
საათამდე იყო, ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად კი სამუშაო
საათები შეიცვალა.
აღსანიშნავია, რომ მარტვილის კანიონი და ოკაცეს ჩანჩქერი წლებია დიდი
პოპულარობით სარგებლობს და ვიზიტორთა სიმრავლით გამოირჩევა.
მასალის გამოყენების პირობები