გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების
უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში, უმეტესად,
თბილი და უნალექო ამინდები შენარჩუნდება.
დღეს, 30 ოქტომბერს, საღამოდან კი, კოლხეთის დაბლობსა და ზემო
იმერეთში მოსალოდნელია ქარი, რომელიც ღამის საათებში გაძლიერდება.
„31 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევრიდან დაიკლებს ქარის სიძლიერე და
მთლიანად ჩადგება 2 ნოემბერს. 3 ნომებერს, დღის მეორე ნახევრიდან, 4
ნოემბრის დილამდე შესაძლოა, ცალეკულ რიაონებში ხანმოკლე წვიმა იყოს.
ეს გამოიწვევს ტემპერატურის რამდენიმე გრადუსით კლებას“,- განმარტავს
დოდო გვაზავა.
მისივე ინფორმაციით, 3 ნოემბრამდე ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა
კოლხეთის დაბლობზე 26-28 გრადუსი იქნება, მთებში - 19-23, მაღალმთაში
კი - 15-20 გრადუსი.
მასალის გამოყენების პირობები