მერიაში ამბობენ, რომ მათ არ შეუძლიათ კერძო კომპანია აიძულონ
კონკრეტულ ქუჩაზე შევიდეს
ქუთაისში, დევნილთა დასახლებში, ჭონქაძის #52 ნომერში მცხოვრებლებს
ქუთაისის მერიამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნაზე უარი
უთხრა.
ჭონქაძის ქუჩის მცხოვრებლები კი აცხადებენ, რომ ყველა სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანი პუნქტი დასახლებიდან 2 კილომეტრის მოშორებით არის.
შესაბამისად, საქალაქო ტრანსპორტი მათთვის აუცილებლობას
წარმოადგენს.
ჭონქაძის ქუჩის მცხოვრებთა პრობლემას პოლიტიკური ცენტრი "გირჩი'
გამოეხმაურა.
" დაასახელოს მერიამ არგუმენტი და მიზეზი თუ რატომ არ ეხმარება ამ
ადამიანებს და რატომა არ ასრულებს ადგილობრივი თვითმმართველობა მის
ფუნქციას? კიდევ ერთხელ მივმართავთ ადგილობრივ ხელისუფლებას
შეისწავლოს ამ ადამინთა მოთხოვნები და საჭიროებები"- ამბობს "ახალი
პოლიტიკური ცენტრი "გირჩის" ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი თემურ
ცამციშვილი.
ქუთაისის მერიაში კი პოლიტიკური ცენტრის პრეტენზიებს არ იღებენ და
აცხადებენ,. რომ ხაზის არარენტაბელობის გამო, მერიას არ შეუძლია კერძო
კომპანია აიძულოს აღნიშნულ ქუჩაზე შევიდეს. მათი თქმით, ქუჩასთან
ახლოს მიდის #35 მიკროავტობუსი, სვლაგეზის გაზრდა კი ადგილობრივ
თვითმმართველობას არ შეუძლია.
მასალის გამოყენების პირობები