ახალი ამბები
"ნამდვილი ამბავი - ისტორია ერთ კადრში" - ფოტოგამოფენა ქუთაისში
FaceBook
"ნამდვილი ამბავი - ისტორია ერთ კადრში"- ამ სახელწოდებით ქუთაისში, თეთრ ხიდზე, ფოტოგამოფენა მოეწყო.
გამოფენაზე ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დარღევისა და ჟურნალისტების ექსტრემალურ პირობებში მუშაობის ამსახველი ფოტოები იყო წარმოდგენილი.

- განმარტა „ქუთაისიპოსტის“ ხელმძღვანელმა თეა ზიბზიბაძემ.





თეთრ ხიდზე გამოფენილი ფოტოების ერთ-ერთი ავტორი ქუთაისელი ფოტოგრაფი, არჩილ გეგენავა გახლდათ. მის ობიექტივში ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო კადრი მოხვდა სხვადასხვა საპროტესტო აქციიდან. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ აქციაზე კი მან ფიზიკური დაზიანებებიც მიიღო.

„აქ წარმოდგენილი ფოტოებიდან, ზოგია მეშახტეების მიერ გამოხატული პროტესტი დაუფასებელი შრომის მიმართ. არის ასევე აქციები, სადაც საზოგადოება, ახალგაზრდები ითხოვენ მეტ თავისუფლებას და სახელმწიფოსგან მარწუხების გარეშე ყოფნას. ვეცადე გადამეღო და წიწაკის სპრეიც საკმაოდ მივიღე იმ დღეს. თუმცა, ჩვენ არასდროს გავჩერდებით და ყოველთვის ვეცდებით ვთქვათ ის სიმართლე, რა მასალებსაც მოვიპოვებთ. თავისუფლება ავითარებს საზოგადოებას. სადაც თავისუფლებაა, იქ მეტი კრიტიკაა და სადაც კრიტიკას უსმენს სახელისუფლებო შტოები, იქ უფრო დალაგებულად და განვითარებულად მიდის ქვეყნის გეოპოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრება”,- ამბობს არჩილ გეგენავა.



ქვეყანაში მომხდარი, სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენის ამსახველი სურათები სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა დაათვალიერეს. ადგილზე შეკრებილების თქმით, აღნიშნულ ფოტოებში კარგად ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფალი მედიის არსებობა საზოგადოებისთვის და ამასთან, რამდენად რთულ პირობებში უწევთ მედიის წარმომადგენლებს მუშაობა.



„მე ხშირად მომყავს ხოლმე ასეთი მაგალითი: როდესაც მოხდა ჩერნობილის აფეთქება, საბჭოთა კავშირის მოსახლეობამ ამის შესახებ გაიგო მესამე დღეს და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან დიდი იყო საერთაშორისო ზეწოლა ხელისუფლებაზე. ანუ, სამი დღე ადამიანები ცხოვრობდნენ მათი სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში, რადგან არ ჰქონდათ ინფორმაცია. სწორედ ეს არ არის ახლა გააზრებული, რომ სიტყვის თავისუფლება, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა არის ჩვენი და ჩვენი შვილების სიცოცხლისთვის დასაცავი. ამიტომ, მსგავსი აქციები და პერფორმანსები ნამდვილად მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, დღეს, „ქუთაისიპოსტი“ აკეთებს ძალიან სერიოზულ საქმეს“,- ამბობს „ფორმულას“ ჟურნლაისტი ეკა ფხაკაძე.

„აქ გამოფენილია ძალიან კარგი ფოტოები ჩვენი კოლეგის არჩილ გეგენავასი, რომელიც ასახავს, თუ როგორ ექცეოდნენ სამოქალაქო აქტივისტებს. აქ არის 5 ივლისის მოვლენებიც, სადაც ჩვენი კოლეგა, ლექსო რაფავა მოკლეს. ასევე, მარტის მოვლენები, სადაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ სპეცრაზმი გამოიყენეს. ამიტომ, დიდ მადლობას გადავუხდი „ქუთაისიპოსტს“, რომ მოგვეცა ამ ფოტოგამოფენის დათვალიერების შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, დაუშვებელია ყოველგვარი ზეწოლა დემოუკიდებელ მედიაზე და არასდროს არ უნდა დავუშვათ მედიის წარმომადგენლებმა ცენზურა“,- განმარტავს „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე.



„რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტის თათა კაჭკაჭიშვილის თქმით, თავისუფალი მედია განვითარებული საზოგადოების და დემოკრატიული სახელმწიფოების მონაპოვარია და თუ მედია თავისუფალი რ იქნება, საფრთხე თითოეულ მოქალაქეს შეექმნება.

„ჩვენ თუ გვინდა ვაშენოთ დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელემწიფო, ნებისმიერი ინდივიდის, უმცირესობის, უმრავლესობის, ყველას უფლება უნდა იყოს დაცული და მე ვთვლი, რომ თავისუფალი მედია არის ამის წინაპირობა, რადგან თითოეული მოქალაქის საჭიროების, პრობლემის გაშუქება, ადრესატამდე მიტანა, მხოლოდ თავისუფალ და დემოკრატიულ მედიას შეუძლია. ამდენად, მადლობა ავტორს თითოეული კადრისთვის, რადგან შემოგვინახა უახლესი წარსული და საშუალება მოგვცა, დავფიქრებულიყავით, თუ რა მნიშვნელობა აქვს, გამოხატვის, სიტყვის თავისუფლებას დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებაში“,
- ამბობს ჟურნლაისტი თათა კაჭკაჭიშვილი.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ
საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის
აქცია გაიმართება.
11:06 / 23.11.2024
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის აქცია გაიმართება.
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.