ახალი ამბები
ხონში, ცოფის დადასტურების გამო, კარანტინი გამოცხადდება
FaceBook
ხონის მუნიციპალიტეტში, ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, ვეტერინარული კარანტინი გამოცხადდა.
შესაბამისი ბრძანება, ხონის მერმა ლადო ჯურხაძემ, სურსათის ეროვნული სააგენტოს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, გამოსცა.

როგორც მერიაში აცხადებენ, ბარათაშვილის  ქუჩა #5-ში, ძაღლის ცოფით დაავადების ფაქტის ლაბორატორიულად დადასტურების შედეგად, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა შესაბამისი ღონისძიებების გახორციელება უკვე დაიწყეს.

„ცოფისთვის საშიშ ბუფერულ ზონაში მიმდინარეობს ცხოველების ვაქცინაცია და სადეზინფექციო სამუშაოები. კარანტინის პერიოდში, იკრძალება ძაღლების ქუჩაში გაყვანაც. ასევე, ადამიანები, რომლებიც დაავადებულ ცხოველთან იყვნენ კონტაქტში, აყვანილი არიან ანტირაბიულ კონტროლზე“,- განმარტავენ ხონის მერიაში.

კარანტინი დაავადების კერიდან 3 კილომეტრის რადიუსს მოიცავს და ცოფით ცხოველის დაავადების უკანასკნელი შემთხვევის დაფიქსირების და სალიკვიდაციო ღონისძიებების ჩატარებიდან 60 დღის შემდეგ მოიხსნება.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.