სამტრედიის მუნიციპალიტეტში მამაკაცი მოკლეს.
შემთხვევა გუშინ, საღამოს საათებში, მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ის სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც გაურკვეველი
პირები დახვდნენ და ცეცხლი გაუხსნეს.
მომხდართან დაკავშირებით შსს-ს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც
განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სასჯელი ათიდან თხუთმეტ წლამდე
პატიმრობას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები