თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან ტყიბულის მიმართულებით, სექციური სიჩქარის
მზომი ვიდეოკამერები კიდევ რამდენიმე ადგილას დაემატა.
თერჯოლის თვითმმართველობის ინფორმაციით, კამერების დამატება
საავტომობილო გზებზე უსაფრთხოების ნორმების დაცვით გადაადგილებას
უზრუნველყოფს.
მათივე ცნობით, სექციური სიჩქარის მზომი კამერები ქალაქ თერჯოლის მე-2
საბავშვო ბაღიდან, ჩხარის #2 საჯარო სკოლამდე( მეტლახის დასახლება),
20 ოქტომბრიდან ჩაირთვება.
„გთხოვთ, გაითვალისწინოთ და დავიცვათ კანონმდებლობით დადგენილი
უსაფრთხოების წესები“,- აღნიშნულია თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის
განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები