ახალი ამბები
"ხელი აქვს მოტეხილი" - გეგუთის სკოლაში, მოზარდი ფანჯრიდან გადახტა
FaceBook
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, გეგუთის საჯარო სკოლაში, მოსწავლე პირველი სართულის ფანჯრიდან გადახტა.

როგორც წყალტუბოს რესურსცენტრის ხელმძღვანელი მამუკა ჩხეტიანი განმარტავს, შემთხვევა გაკვეთილების დასრულების შემდეგ, პარასკევს მოხდა.

მისივე თქმით, მოზარდს ხელის მოტეხილობა აქვს და ის, ამჟამად, კლინიკაში იმყოფება.

„თამაშის დროს გადმოხტა ბავშვი პირველი სართულის ფანჯრიდან, პარასკევს, გაკვეთილების დასრულების შემდეგ. სამწუხაროდ, მოიტეხა ხელი, თუმცა მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ამ წუთას არის კლინიკაში მოთავსებული“,- განმარტავს მამუკა ჩხეტიანი.

ის ამბობს, რომ  შემთხვევის დროს სკოლაში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი და პედაგოგებიც იმყოფებოდნენ. 

მომხდართან დაკავშირებით, შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიება 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.