2024 წლის 1-ელი იანვრიდან, სამედიცინო პერსონალებს მინიმალური
სახელფასო ზღვარი დაუწესდებათ.
კერძოდ, საათობრივი მინიმალური ანაზღაურების რეფორმა შეეხებათ შემდეგ
პოზიციებზე დასაქმებულებს:
• უმცროსი ექიმი - თვეში, არანაკლებ 960 ლარი (საათში - 5 ლარი)
დარიცხული
• ექთნის თანაშემწე - თვეში არანაკლებ 672 ლარი (საათში - 3,5 ლარი)
დარიცხული
• ბებიაქალი - თვეში, არანაკლებ 844 ლარი (საათში - 4,4 ლარი)
დარიცხული
• სანიტარი - თვეში არანაკლებ 576 ლარი (საათში - 3 ლარი )
დარიცხული
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი რეგულაციით, ხელფასის ზრდა
6000-მდე პირს შეეხება. შედეგად, მინიმალური ხელფასის დაწესების
რეფორმა სტაციონარულ განყოფილებაში ჩართულ ყველა სამედიცინო
პერსონალზე აისახება.
„რეფორმის პირველ ეტაპზე, 2023 წლიდან, წარმატებით დაინერგა
მინიმალური ანაზღაურება ექიმებისა და ექთნებისთვის. შედეგად, 15
000-მდე პირს გაუუმჯობესდა სამუშაო პირობები.
რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული
კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება, სამედიცინო
პერსონალის სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ
წარმოდგენილი, მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს“,-
განმარტავენ უწყებაში.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობითვე, პროცესს მონიტორინგს შრომის
ინსპექციის სამსახური გაუწევს.
მასალის გამოყენების პირობები