ქუთაისის მერიამ საახალწლო სამზადისი დაიწყო.
ადგილობრივ თვითმმართველობას ტენდერი [NAT230021939] ქალაქის
გაფორმებისათვის საახალწლო მანათობელი კონსტრუქციების შესყიდვაზე აქვს
გამოცხადებული.
600-მდე ახალი დეკორაციისთვის მერია ჯამში 404 130 (სავარაუდო
ღირებულება) ლარს დახარჯავს.
დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ
გასანათებელი მოწყობილობებისა და ელექტრონათურების მიწოდება
ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით უნდა
უზრუნველყოს.
ქუთაისის მერიამ, გასულ წელს, საახალწლო განათებებში 118 840 ლარი
დახარჯა.
ფოტო: არქივი
მასალის გამოყენების პირობები