მუნიციპალურმა განვითარების ფონდმა,
ქუთაისში, წითელი ხიდის მიმდებარედ საზოგადოებრივი საპირფარეშოს
მოწყობა დაასრულა, თუმცა თვეებია ტუალეტი დაკეტილია.
"ახლა ახალი საპირფარეშო ააშენეს და თითქოსდა ეს პრობლემა
მოგვარდა, მაგრამ ჯერ არც მოუფიქრებიათ მისი
ფუნქციონირება. ვერ ვხვდები რატომ აგვიანებენ გახსნას? ამ
ადგილზე ბევრი ტურისტი მოძრაობს, ამიტომ აქ საპირფარეშოს არსებობა
აუცილებელია,’’ - ამბობს ადგილობრივი მალვინა კირთაძე.
იმის გამო, რომ წლების განმავლობაში ადგილობრივმა თვითმმართველობამ
ვერ უზრუნველყო ქალაქში ტუალეტების პრობლემის მოგვარება, "განახლებული
რეგიონების" პროგრამის ფარგლებში მგფ-მ ააშენა. თუმცა
მისი ფუნქციონირებისათვის, სავარაუდოდ, ობიექტი
თვითმმართველობას უნდა გადაეცეს, როგორც ჩანს, სწორედ ეს
საკითხი ამ დრომდე ვერ მოაგვარეს მერიაში, სადაც
აღნიშნულზე განმარტებაც კი არ გააკეთეს.
ქუთაისში 4 საზოგადოებრივი საპირფარეშოა, აქედან მხოლოდ ერთი -
ქალაქის ცენტრალურ ბულვარში მდებარე ტუალეტი ფუნქციონირებს.
ჯავახიშვილისა და ხარებავას ქუჩებზე არსებული ტუალეტები კი
ანტისანიტარიის კერად არის ქცეული.
ქუთაისის მერიას საპირფარეშოების გასხვისების მცდელობა რამდენჯერმე
ჰქონდა, თუმცა ობიექტებით არავინ დაინტერესდა. ბოლოს წითელ ხიდთან
არსებული საპირფარეშოს მოწყობის ვალდებულება მუნიციპალურმა
განვითარების ფონდმა აიღო.
მასალის გამოყენების პირობები