ახალი ამბები
რიკოთზე დაწესებული მოძრაობის რეჟიმი 12 ოქტომბრიდან იცვლება
FaceBook
დღეიდან, 12 ოქტომბრიდან, რიკოთის უღელტეხილზე დაწესებული ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი იცვლება.
კერძოდ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სპეციალური რეჟიმი 
მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის უქმდება. შესაბამისად, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე მათი გადაადგილება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში იქნება შესაძლებელი. 

მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის კი გადაადგილების სპეციალური რეჟიმი ძალაში დარჩება, თუმცა გაიზრდება 4 საათით.

კერძოდ, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება რიკოთზე დაშვებული იქნება ორმხრივად, 21:00 საათიდან 07:00 საათამდე.

უწყების ცნობითვე, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე 24 საათიანი მონიტორინგი კვლავ გაგრძელდება. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ რიკოთის საუღელტეხილო გზის 
149-ზე კმ-ზე ფერდის სტაბილიზაციის საპროექტო სამუშაოები უკვე დასრულდა და დაიწყო მოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები.

სპეციალური რეჟიმი რიკოთის საავტომობილო გზაზე მიმდინარე წლის აპრილიდან მოქმედებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #რიკითი
მსგავსი სიახლეები
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.