Wizz Air-მა ისრაელში არსებული ვითარების გამო, თელ-ავივის
მიმართულებით ფრენების შეჩერების
გადაწყვეტილება მიიღო.
"ჩვენ ვაგრძელებთ სიტუაციის მჭიდრო მონიტორინგს და შესაბამის
ორგანოებთან კონტაქტში ვიმყოფებით," - ამბობენ კომპანიაში.
ამას გარდა, CNN-ის ცნობით, ისრაელიდან და ისრაელის მიმართულებით,
ავიამიმოსვლა შეაჩერა რამდენიმე აზიურმა კომპანიამაც. მათ შორის,
Korean Air-მა, Air India-მა და Cathay Pacific-მა.
ისრაელში განვითარებული მოვლენების გამო, თელ-ავივის მიმართულებით
ავიარეისები შეწყვიტეს United Airlines-მა, American Airlines-მა და
Delta Air Lines-მაც.
7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და
სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა
ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას
შტორმი" უწოდა.
სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი
მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები