ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში შესვლა ადგილობრივებისთვის 2 ლარი ეღირება,
უცხოელი ვიზიტორებისთვის კი - 5 ლარი.
ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით შესაბამისი ბრძანება ქალაქის მერმა
უკვე გამოსცა.
გაზრდილია ბაღში ფოტო - ვიდეო გადაღებისა და სხვადასხვა ცერემონიალის
(ხელმოწერა, ჯვრისწერა, დაბადების დღე) საფასურიც. ამ ღონისძიებების
ტარიფი, 50 ლარის ნაცვლად, ახლა 100 ლარი ეღირება.
„ამხელა ტერიტორიაა, ყველაფერი მოსავლელია, მისახედია, ყველაფერს
სჭირდება რემონტი, ამას მარტო ბიუჯეტი ვერ გაწვდება, ამიტომ მოიმატა
საფასურმა“, - განმარტავს ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელი თემურ
ჩეჩელაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ბოტანიკურ ბაღში უფასო შესვლით შშმ პირები, 7
წლამდე ბავშვები, სამეცნიერო -კვლევითი მიზნით შემსვლელი,
დირექციასთან საქმიანი ვიზიტით მყოფი და ბოტანიკურ ბაღში მივლინებული
პირები ისარგებლებენ.
ბოტანიკურ ბაღში შესვლა, ამ დრომდე, ყველასთვის 1 ლარი ღირდა.
მასალის გამოყენების პირობები