ახალი ამბები
" სირცხვილია უბრალოდ" - გადავსებული ურნები და ანტისანიტარია ქუთაისის ქუჩებში
FaceBook
ქუთაისის ქუჩებში, როგორც ცენტრალურ, ასევე გარეუბნებში, ურნები გადავსებულია, რის გამოც  საყოფაცხოვრებო ნარჩენები ძირსაა დაყრილი, რაც ქუჩებში ანტისანიტარიას ქმნის. 
"შეხედეთ რა მდგომარეობაა, სირცხვილია უბრალოდ. აქვე ახლოს მარკეტებია და ამის გამო ურნა მალე ივსება. დღემდე ვერ მივაღწიეთ, რომ ბიზნესებს ცალკე ურნები ჰქონდეთ. ასეთი მდგომარეობა საკმაოდ ხშირია. შესაძლოა მარტო მერიის პრობლემა არ იყოს, რადგან ხალხიც უკულტუროდ იქცევა და ნარჩენებს ძირს ყრის, მაგრამ ხომ შეიძლება ურნა დაამატონ, რომ მუდმივად გადავსებული არ იყოს? ამ ადგილზე ერთი ურნის დამატება პრობლემას მოხსნის,'' - ამბობს ჭავაჭავაძის ქუჩის მცხოვრები მირანდა ცეცხლაძე.


ნინოშვილის ქუჩა 

"არ აქვს მნიშველობა, როცა არ უნდა გაიაროთ დილას თუ საღამოს ნიკეას მეორე შესახვევში, მუდმივად გადავსებულია სანაგვე ურნა. ასე დაყრილი საყოფაცხოვრებო ნარჩენი ხომ საშინელებაა და ამას პლიუს მერე ძაღლი და კატა მაგას ასევია", - ამბობს ადგილობრივი. 

ჭავჭავაძის გამზირი

ქუთაისში ნარჩენების გატანაზე პასუხისმგებელი "ააიპ სპეციალური სერვისებია". მათი ინფორმაციით,  ქალაქში დაახლოებით, 1500 ურნაა განთავსებული, ხოლო მათ ნარჩენებისგან დაცლას 15-მდე სხვადსხვა ტიპის ავტომობილი უზრუნველყოფს. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ნარჩენების მანქანა დღეში ორჯერ, დილის და საღამოს საათებში შედის და ურნებს საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან ასუფთავებს. თუმცა, ადასტურებენ, რომ ქუჩებში დასუფთავების პრობლემის სრულად მოსაგვარებლად, არსებული ტექნიკა საკმარისი არაა. 

სწორედ ამიტომ, წლის ბოლოსთვის ორ ერთეულ ნაგავმზიდ მანქანას ელოდებიან, მომავალი წლისთვის კი,  ურნების შესყიდვაც იგეგმება. 



მთავარი ფოტო: ჭავჭავაძის გამზირი

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.