გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების
უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში, დასავლეთ
საქართველოში, უმეტესად ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
კერძოდ, 2-3 ოქტომბერს იწვიმებს და გაძლიერდება ქარი. 4 ოქტომბერს,
ცალკეულ რაიონებშია ასევე მოსალოდნელი წვიმა, დღის მეორე ნახევრიდან
კი გამოიდარებს.
„2-4 ოქტომბერს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაიკლებს დაახლოებით
18-20 გრადუსამდე, ხოლო მინიმალური 14-16 გრადუსი იქნება. 5-6
ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს
24-დან 27 გრადუსამდე“, - განმარტავს დოდო გვაზავა.
მისივე თქმით, შაბათ-კვირას, 7-8 ოქტომბერს, კვლავ არამდგრადი ამინდია
მოსალოდნელი, უმეტეს რაიონში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა კი 3-4
გრადუსით დაიკლებს.
მასალის გამოყენების პირობები