ქუთაისის მერიამ ქალაქის ცენტრალურ ბულვარში
მდებარე სანაყინე "სავანე’’, შესაძლოა,
დაანგრიოს.
"სავანეს" ერთ-ერთი მფლობელის, გიორგი ტურაბელიძის განმარტებით, მერია
კაფისა და მის გვერდით მდებარე საპირფარეშოს დემონტაჟს, მათ ადგილებზე
კი ახალი ობიექტის აშენებას გეგმავს. კაფის შენარჩუნების მიზნით
კი, მფლობელებმა ხელომწერების შეგროვება დაიწყეს.
"პეტიციის შედგენა
იმიტომ გახდა საჭირო, რომ კაფის დანგრევას გეგმავენ. დამიბარა მერის
მოადგილემ,
დავით ერემეიშვილმა, რომელმაც მითხრა, რომ
,,სავანე’’ და გვერდით არსებული საპირფარეშო უნდა დაინგრეს, რათა ამ
ტერიტორიაზე ერთი დიდი ობიექტი აშენდეს. ადრე, როცა მერიასთან მიწის
საკითხზე დავა გვქონდა, კულტურის სამინისტრო ამტკიცებდა, რომ ჩვენი
კაფე კულტურული მემკვიდრეობის ნიშნის მატარებელი ობიექტი იყო და მიწა
ჩვენი საკუთრება ვერ იქნებოდა; თუ ეს ასეა, რატომ ანგრევენ კულტურულ
მემკვიდრეობას. იმ შეხვედრაზე მითხრა, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზე
კაფე და საპირფარეშოა განთავსებული, აუქციონზე უნდა
გაიტანონ ", - ამბობს გიორგი ტურაბელიძე.
მხარეებს შორის სამართლებრივი დავა წლების წინ დაიწყო. დავის
საგანი მიწის ნაკვეთია, რომელზეც კაფეა
განთავსებული. „სავანეს“ მეპატრონეები აცხადებენ, რომ
შენობასთან ერთად მიწაც მათ ეკუთვნით, მერია კი ამბობს, რომ ტერიტორია
სკვერის ნაწილს წარმოადგენს, რაც გაუსხვისებელი ქონებაა, შესაბამისად
ის „სავანესი“ ვერასდროს იქნებოდა.
რის მოწყობას გეგმავს ადგილობრივი თვითმმართველობა და ქალაქის
ცენტრალური ბულვარის მოსწყობად რამდენად აუცილებელია "სავანეს" აღება
? - მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ განმარტებას ორშაბათს, 2
ოქტომბერს გააკეთებენ.
ამავე თემაზე:
კაფე "სავანემ " ქუთაისის მერიას სასამართლო დავა
მოუგო
მასალის გამოყენების პირობები