გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს - საერთაშორისო
ბირჟებზე, ერთთვიან ჭრილში, ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 13%-ითაა
გაზრდილი.
კერძოდ, ამჟამად, Brent-ის ფასი 94 დოლარს აღწევს, WTI-ს ფასი კი 91
დოლარის ფარგლებშია, რაც ერთწლიანი მაქსიმუმია.
ნავთობის გაძვირების პარალელურად, საწვავის ფასი იზრდება საქართველოში
გასამართ სადგურებზეც.
გასულ კვირაში ე.წ. ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის
გაძვირების შემდეგ, ფასები მიმდინარე კვირაშიც გაიზარდა.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ქსელში საწვავის სხვადასხვა
სახეობები 4, 5, 8 და 10 თეთრითაც კი გაძვირდა და 3 ლარს სცდება, რიგ
სადგურზე კი 4 ლარსაც.
მასალის გამოყენების პირობები