ქუთაისში მომხდარი ავარიის შემთხვევაზე, რასაც სამი ადამიანის
სიცოცხლე ემსხვერპლა, გამოძიება დაიწყო, თუმცა პირი, ვის მიმართაც
გამოძიება მიმდინარეობს, კლინიკაში დაშავებული გადაიყვანეს.
ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, საღამოს საათებში, ავტოქარხნის
დასახლებაში მოხდა.
ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად,
გარდაიცვალა ერთ მანქანაში მყოფი სამი ქალბატონი.
დაშავებულია მეორე ავტომობილში მყოფი მძღოლი, რომელიც კლინიკაში
გადაიყვანეს.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ის კონტაქტური იყო, თუმცა მძიმე
მდგომარეობაში იმყოფებოდა.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო
დახმარების ბრიგადები იმყოფებოდნენ.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან
ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი
ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები