გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება მოსახლეობისთვის
ხელმისაწვდომი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან იქნება.
როგორც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს უფროსის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, წელს, 200
ათასი დოზა ვაქცინის შემოტანა იგეგმება.
მისივე თქმით, ვაქცინები სამედიცინო დაწესებულებებში გადანაწილდება და
მას რისკჯგუფები სახელმწიფოსგან უფასოდ ჩაიტარებენ.
„წელს დაგეგმილია გრიპის 200 ათასი დოზა ვაქცინის შემოტანა. იგივე
რაოდენობა იყო გასულ წელს და ეს რაოდენობა საკმარისია. ველოდებით, რომ
ოქტომბრის მეორე ნახევარში გადანაწილდება ვაქცინები სამედიცინო
დაწესებულებებში“,- განმარტა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, შესაბამის ბრძანებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული
ცენტრი შეიმუშავებს, რომელიც უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.
მასალის გამოყენების პირობები