ქუთაისში კადეტთა სამხედრო ლიცეუმში გენერალ გიორგი კვინიტაძის ეპოქის
ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო.
ფოტოგამოფენა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ
"ცოდნის კვირეულის" ფარგლებში გაიმართა, რომელიც სამხედრო განათლების
პოპულარიზაციას და შეიარაღებულ ძალებში განათლების ხარისხის ამაღლებას
უწყობს ხელს.
"ცოდნის კვირეულის" ფარგლებში სამხედრო ლიცეუმს გენერალური შტაბის
უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე სტუმრობდა.
"ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მოღვაწეობის პერიოდში აღვადგინეთ იუნკერების
წოდება და კადეტთა ლიცეუმს მიენიჭა გიორგი კვინიტაძის სახელი.
თქვენისთანა ბიჭებმა მაშინ შეუძლებელი შეძლეს. მაშინ საქართველო
დამარცხდა, თუმცა ღირსება არ დაუკარგავს. თქვენ ხართ ის თაობა,
რომელიც NATO-შიც შევა და საქართველოს სახელს უფრო შორს წაიყვანს.
უნდა დაფიქრდეთ, ღირს თუ არა ამ სამშობლოსთვის ცხოვრება," - აღნიშნა
ვახტანგ კაპანაძემ კადეტებთან მიმართვისას.
კადეტთა სამხედრო ლიცეუმს გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელი 2014 წელს
მიენიჭა. თუმცა, მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი
ფოტოგამოფენა დღეს პირველად მოეწყო. აქვე წარმოადგენილი იქნა გენერალ
კვინიტაძის კუთვნილი მუნდირი და პირადი ნივთები, რომელიც ხელნაწერთა
ინსტიტუტშია დაცული.
მასალის გამოყენების პირობები